სალომე ზურაბიშვილი: მივეცი ხმა დამშვიდებულ, სამართლიან დემოკრატიულ, საქართველოს

“მივეცი ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან საქართველოს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა N 04 კრწანისის საარჩევნო ოლქის, 03-ე საარჩევნო უბანში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
“მე მივეცი ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა. დღეს არის პირველი ტური და ამაღამ გავიგებთ, თუ რა გადაწყვიტა ამომრჩეველმა და მე მათ არჩევანს პატივს ვცემ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები