დავით სერგეენკო: ხმა მივეცი საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
სერგეენკომ ხმა საბურთალოს რაიონის N79 საარჩევნო უბანზე მისცა.
„დღეს ხმა მივეცი საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, საქართველოს გაერთიანებასა და გაძლიერებას, ხმა მივეცი იმას, რომ სიძულვილის ენა შეიცვალოს კონსტრუქციული ენით და ყველას ძალისხმევა მიმართული იყოს ქვეყნის გაძლიერებისკენ“, – განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია, სადაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები