ბიძინა ივანიშვილი: დღეს ხმა მივეცით საქართველოს ევროპულ არჩევანს

“დღეს ხმა მივეცით საქართველოს ევროპულ არჩევანს”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
“დღეს ხმა მივეცით საქართველოს ევროპულ არჩევანს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევანით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენ საბოლოოდ  ვიტყვით  სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენს სწორ გზას – ევროპა და კულტურა. ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიისა, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავთ და საბოლოოდ, ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდებით, რომელიც გახლავთ განვითარებული ევროპა”, – განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები