გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი ხონის მე-3 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი ხონის N მე-3 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
“ეს მარაზმი უნდა დამთავრდეს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მათი კანდიდატი შეცვლის ვითარებას და “გაარღვევს ამ მოჯადოებულ” წრეს.
შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ ხმა თბილისში, დილის 08:00 საათზე მისცა და განაცხადა, რომ მეორე ტურის ალბათობა დიდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები