გიორგი მარგველაშვილი შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა შეერთებული შტატების გერმანული მარშლის ფონდის (GMF) შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივის წარმომადგენელები მიიღო, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას, საუბარი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოს, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხარისხს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პრიორიტეტულ მიმართულებებს შეეხო.
შეხვედრაზე, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება განიხილეს.