აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს აღარ შეუძლია მსოფლიოს ყველა პრობლემის გადაჭრა.
„მსოფლიოში ბევრი ღირსეული საქმეა. ბევრი საშინელი რამ ხდება. აშშ ვერ შეძლებს ყველა პრობლემის გადაჭრას. ჩვენ ეროვნული ინტერესები პრიორიტეტად უნდა დავტოვოთ“, – თქვა მან წარმომადგენელთა პალატის შესაბამის კომიტეტში ბიუჯეტის მოსმენაზე.
მისი თქმით, ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით აშშ-ის წინა ადმინისტრაცია „უპასუხისმგებლოდ მოიქცა, სამი წლით შეწყვიტა რუსეთთან მოლაპარაკებები“.
„აშშ-ს რუსეთთან მოლაპარაკება სჭირდება, რათა თავიდან აიცილოს შეცდომები და კონფლიქტები, თუმცა მეგობრული ურთიერთობები გაუმჯობესდება, თუ პირობები შეიცვლება“, – აღნიშნა რუბიომ.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენ ბილ კიტინგთან დავაში, უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ომის დამნაშავედ პირდაპირ მოხსენიებაზე.
„ვფიქრობ, შეგიძლიათ, დააკვირდეთ იქ მომხდარ მოვლენებს და რა თქმა უნდა, ისინი ომის დანაშაულებად შეაფასოთ, მაგრამ ჩვენი მიზანი ამ ომის დასრულებაა. ომს პუტინთან საუბრის გარეშე არ დავასრულებთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ვესაუბრებით“, – განაცხადა მან.