აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სომხეთის გენერალურ კონსულს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს, ნარინე მათოსიანს შეხვდა.
პიარსამსახურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-სომხეთის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
,,ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.
სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა მზადყოფნა მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.