ჰარვარდი ტრამპის ადმინისტრაციას უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის დაბლოკვის გამო უჩივის
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდს საერთაშორისო სტუდენტების მიღების უფლება გაუუქმა, უნივერსიტეტი ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის.
„როიტერის“ ცნობით, ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარში ჰარვარდმა ადმინისტრაციის გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციისა და სხვა ფედერალური კანონების დარღვევად შეაფასა.
“გადაწყვეტილებას დაუყოვნებელი და გამანადგურებელი ეფექტი ჰქონდა, როგორც უნივერსიტეტისთვის, ისე 7000-ზე მეტი ვიზის მფლობელისთვის. კალმის ერთი მოსმით მთავრობამ ჰარვარდის სტუდენტთა მეოთხედის განადგურება სცადა – საერთაშორისო სტუდენტებისა, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ უნივერსიტეტის საქმიანობაში და მისი მისიის განხორციელებაში
ჰარვარდი არ არის ჰარვარდი, მისი საერთაშორისო სტუდენტების გარეშე”,- ნათქვამია საჩივარში.