სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ერთი პირი დააკავა

სუს-მა საქართველოს მოქალაქის მიმართ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ.-ს მიმართ, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე  (საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით). აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული პირი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით). მალხაზ ტ-ს საცხოვრებელი სახლის და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე, “ისლამური სახელმწიფოს” სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა.

 დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”,- ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები