დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქობის კანდიდატებმა სიტყვა უკვე წარმოთქვეს – ახლა სიტყვას დელეგატები იტყვიან, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სამების ტაძარში მიმდინარე გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე, პატრიარქობის კანდიდატმა მღვდელმთავრებმა სიტყვა წარმოთქვეს და შეკრებილ საზოგადოებას თავიანთი ხედვები გააცნეს.

მისივე თქმით, ახლა დაგეგმილია სამი დელეგატის მიერ სიტყვის წარმოთქმა, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება, რომელიც საჯარო იქნება.

„კრება მიმდინარეობს იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული. ამ ეტაპისთვის კანდიდატმა მღვდელმთავრებმა სიტყვა წარმოთქვეს და მათი ხედვა, მათი პროგრამა თქვეს. ახლა დაიწყება შემდეგი ეტაპი, როდესაც უკვე დელეგატები იტყვიან სიტყვას და ამის მერე დაიწყება კენჭისყრა. სამი დელეგატი იტყვის სიტყვას. კენჭისყრა იქნება პირდაპირ ეთერში“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობს, სადაც დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები