თინა ბოკუჩავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე: ვიმედოვნებ, კონსენსუალური ფიგურა დასახელდება

“ასეთი ინფორმაცია არ მსმენია”, – ასე გამოეხმაურა „კვირასთან“ საუბარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ნინო ბაგრატიონს წარადგენს. ბოკუჩავა აცხადებს, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება ფართო ჩართულობით მოხდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევა.
„ნინო ბაგრატიონის კანდიდატურის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არ მსმენია, თუმცა ზოგადად, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე პოლიტიკურ ჯგუფებთანაც უნდა გაიაროს კონსულტაცია იმისთვის, რომ მეტი ნდობით აღჭურვილი პირი დაასახელოს თანამდებობაზე, იმიტომ, რომ წინა კანდიდატმა რა შედეგიც გამოიღო სასამართლო სისტემისთვის, ყველამ ვიხილეთ. თუ პრეზიდენტის მხრიდან იქნება სურვილი, რომ პოლიტიკური ჯგუფებიც ჩაერთონ კონსულტაციებში, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. შესაბამისად, ძალიან კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი ფართო კონსულტაციის შედეგად შეარჩევს კანდიდატს. იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ფარსი და ამოსავალი წერტილი იქნება კონსენსუალური ფიგურის დასახელება“, -განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, სოციალური ქსელის მეშვეობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ნინო ბაგრატიონს წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები