განიხილება თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ბაგრატიონის კანდიდატურა – რას აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ნინო ბაგრატიონს წარადგენს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასერიოზულს უწოდებენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებაზე ამახვილებენ ყურადღებას და განმარტავენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ფართო კონსულტაციები გაიმართება.
„პრეზიდენტის განცხადება მოისმინეთ გუშინ? – ეს არის პასუხი ამ გავრცელებულ სისულელეებზე და ბინძურ, პროპაგანდული ტროლების ნიუსებზე. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად, ორშაბათიდან, 6 აგვისტოდან იურიდიულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან ფართო კონსულტაციებს იწყებს“, – განუცხადეს „კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, სოციალური ქსელის მეშვეობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ნინო ბაგრატიონს წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები