ზაზა გაბუნია: მსგავსი ინფორმაცია არ მსმენია, იმედია, პრეზიდენტი სერიოზულად მოეკიდება აღნიშნულ საკითხს

უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია  გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლებელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო ბაგრატიონი გახდეს.

„მსგავსი ინფორმაცია არ მსმენია, იმედია პრეზიდენტი სერიოზულად მოეკიდება აღნიშნულ საკითხს“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ცნობისთვის, სოციალური ქსელის მეშვეობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ნინო ბაგრატიონს წარადგენს.

ბაგრატიონი სხვადასხვა დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, იყო მარგველაშვილის პროტოკოლის უფროსი და ერთ-ერთი მსხვილი რესტორნის მენეჯერი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაგრატიონი ირაკლი ალასანიას გუნდის ყოფილი წევრი და მაია ფანჯიკიძის ახლო ნათესავია. როგორც ამბობენ, მარგველაშვილი მის კანდიდატურას საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენს.

ცნობისათვის, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები