„ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოკითხვის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„ჩვენ არ მოვსულვართ აქ ოპოზიციურ პარტიასთან, მოვედით კომისიასთან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ გამოძიება გრძელდება და ეს არის პროცესი. სასამართლოში გრძელდება ძირითადი ნაწილი გამოძიების, რომელიც ახლა მეორე ინსტანციაშია, გამოყოფილი საქმე გრძელდება და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ, რომ ამ საქმის ფარგლებში, ამ ტრაგიკული საქმის ფარგლებში, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
მეორე: რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ დღეს და ამიტომ გავეცით ყველა კითხვას პასუხი, რომელიც იყო და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმის დასადგენად, გამოძიების პროცესში, რომელიც – კიდევ ერთხელ ვამბობ და ხაზგასმით აღვნიშნავ – ჯერ არ დასრულებულა.
იყო თუ არა რაიმე სახის ხარვეზები, შესაბამისად, ამის დადგენა არის კომისიის ფუნქცია. დღეს კომისიას ოფიციალურად მე პირადად ვუთხარი, რომ თუ კომისია გამოავლენს ისეთ ხარვეზებს, რომელსაც პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ზეგავლენა ჰქონდა საბოლოო შედეგზე, ამ საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შესაბამის და ადეკვატურ ღონისძიებებს გავატარებთ. დღეს კომისიას არ აქვს დადგენილი, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ჩამოთვალეს, პირდაპირ კავშირში არის თუ არა საბოლოო შედეგთან. თუ კომისია, რომელიც უკვე მუშაობს ორ თვეზე მეტია, დაადგენს, რომ ასეთი კავშირი იყო, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენთვის მთავარი და ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ველოდებით კომისიის დასკვნას. რასაც დღეს კომისია ცდილობდა, ცოტათი უფრო მეტს მოველოდი მათგან“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები