მდინარაძე წულუკიანს: ნამდვილად არ ვიცი, რატომ ხართ აქ გამოძახებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძესთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა საგამოძიებო კომისიის უმრავლესობამ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოკითხვა. ასე მიმართა მდინარაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გამოკითხვაზე დაბარებულ იუსტიციის მინისტრს.
„ქალბატონო თეა, ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ნამდვილად არ ვიცი, რატომ ხართ აქ გამოძახებული, ეს გადაწყვიტა კომისიის უმრავლესობამ და თუ აქ საქმე იმაშია, რომ თქვენ მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების გამო უნდა გამოიკითხოთ ამ კომისიაზე თქვენ, ამ ლოგიკით, შეიძლება, გამოიკითხოს ძალიან ბევრი ადამიანი, თქვენ გარდა. ამიტომ მე დიდი სიამოვნებით დაველოდები ჩვენი ოპონენტების კითხვებს და ამის მერე თუ რამე კითხვა მექნება, მერე დავსვამ ნამდვილად, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გაუწყებთ, თუ თქვენ ეს არ იცით: ქალბატონი თეა უბრალოდ, არ ახორციელებდა პროცესუალურ ხელმძღვანელობას – ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები