ირაკლი შოთაძე: გამოძიება არ არის მათემატიკა, დაჯდე და განტოლება ამოხსნა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დღეს ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენს.
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, კომისიის წევრების კითხვაზე, თუ რატომ არ ან ვერ მოხდა მიხეილ კალანდიას სახლიდან ტანსაცმლის ამოღება, ზოგადი პასუხი გასცა. როგორც მან აღნიშნა, გამოძიებას გამომძიებელი საკუთარი სტრატეგიით და საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით წარმართავს.
“გამოძიება, ზოგადად აღებული, არ არის მათემატიკა, რომ დაჯდე და რაღაც ამოცანა ამოხსნა, განტოლება დაწერო და ფორმულა გამოიყენო ამისთვის. გამოძიება არის რთული, კომპლექსური პროცესი, თითოეული საქმე არის ინდივიდუალური, განსხვავებული და გამომძიებლები მოქმედებენ იმ საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, იმ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მათ იმ დროს გააჩნიათ. შესაბამისად, ეს არ არის მარტივი პროცესი, თითოეული საქმე არის ინდივიდუალური და განსხვავებული”,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები