შოთაძე კახიძეს: „პოტენციური ეჭვმიტანილი“ – მსგავსი ტერმინის გამოყენება, როდესაც საქმე ეხება სისხლისსამართლებრივ დევნას, არასწორი და მიუღებელია

საგამოძიებო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, ოთარ კახიძემ მიხეილ კალანდიას შესახებ დასვა კითხვა, მას „პოტენციური ეჭვმიტანილი უწოდა“ და განმარტება მოითხოვა, თუ რატომ გაიზიარა ზვიად ფხაკაძემ ხორავას ქუჩაზე, ეზოში მოზარდების განლაგების თაობაზე გამოძიების საპირისპირო ინფორმაცია.
“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ტერმინი „პოტენციური ეჭვმიტანილი“. ეს არ არის იურიდიულად სწორი და როდესაც საქმე ეხება ადამიანის სისხლისსამართლებრივ დევნას, პოტენციურ ეჭვებზე საუბარი აბსოლუტურად მიუღებელია. რაც შეეხება მ.კ.-ს, თქვენს პოზიციას და შეფასებას, რომ პროკურორმა გაიზიარა გამოძიების საპირისპირო ვერსია, ეს არის აბსურდი, რადგან გამომძიებელი ინფორმირებულია გამოძიების ეტაპზე არსებულ მტკიცებულებებზე, ხოლო პროკურორი გამოძიებასა და სასამართლო გამოძიების ეტაპზე არსებულ და მოპოვებულ მტკიცებულებებზე. შესაბამისად, არანაირი წინააღმდეგობა ამ ორ საკითხს შორის არ არსებობს“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები