ირაკლი შოთაძე: მზად ვარ, ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს ყოფილი პროკურორი ირაკლი შოთაძე მივიდა. როგორც მან სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მზადაა ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
“როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი კომისიის დაბარებით, ახსნა-განმარტების მისაცემად. მზად ვარ, ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი”, – განაცხადა შოთაძემ.
ირაკლი შოთაძე პარლამენტში შს მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ერთად მივიდა. გიორგი გახარიას კომისიის სხდომის დაწყებამდე, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები