გოგა ხაინდრავა: მაღალი სასულიერო პირის მხრიდან პოლიტიკური განცხადებების მოსმენა გამაოგნებელია და ჩრდილოეთის ქარი მოსდევს

„თუ სასამართლო სისტემა არსებული დამნაშავე სისტემის ნაწილია, მაშინ ეს დამნაშავე სახელმწიფოა და პეტრე ცაავა ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ილაშქრებს”, – ასე გამოეხმაურა რეჟისორი გოგა ხაინდრავა მეუფე პეტრე ცაავას განცხადებას, იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლო არსებული დამნაშავე სისტემის შემადგენელი ნაწილია.
„ჩემდა სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, რომ მეუფე პეტრე ცაავას განცხადება არ არის სასულიერო იერარქიის წარმომადგენლის განცხადება, ეს არის პოლიტიკური განცხადება ადამიანის, რომელიც როგორც მინიმუმ, არ არის კეთილგანწყობილი სახელმწიფოს და ქვეყნის მიმართ. თუ სასამართლო სისტემა არის არსებული დამნაშავე სისტემის ნაწილი, მაშინ ეს დამნაშავე სახელმწიფოა და ბუნებრივია, პეტრე ცაავა ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ილაშქრებს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, მის სინდისსა და რწმენაზე იყოს. ჩემთვის, როგორც მოქალაქე გოგა ხაინდრავასთვის, აბსოლუტურად გაუგონარია, რასაც იგი აკეთებს. ვფიქრობ, თუკი მას შინაგანად პოლიტიკური ამბიციები აწუხებს, დროა, პოლიტიკურ საქმიანობას მიჰყოს ხელი. ასეთი დამოკიდებულება და მსგავსი პოლიტიკური სახის განცხადებების მოსმენა მაღალი სასულიერო პირის მხრიდან გამაოგნებელია და ჩრდილოეთის ქარი მოსდევს თან“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები