მამუკა ბახტაძე პატრიარქს და მოსახლეობას ილიაობას ულოცავს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და მოსახლეობას ილიაობას ულოცავს.
„ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს ილიაობას – წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, რომლის მიერ დასახული ღირებულებები დღესაც ჩვენი ერის მამოძრავებელი ძალაა და საფუძვლად უდევს გზას თავისუფლებისკენ. მინდა, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს განსაკუთრებით მივულოცო ანგელოზის დღე და ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები