მართლწესრიგის ოფიცრები საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილების მიხედვით მომზადებული პროგრამით გადამზადდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, ევროკავშირის პროექტის – „ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განვითარებისთვის“ ფარგლებში, ჰოლანდიელი ექსპერტი – მარსელ ზეთჰოვენი ეწვია. ხუთდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ექსპერტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანიც მართლწესრიგის ოფიცრებისათვის არსებული კურიკულუმების შეფასება, ქართული და ჰოლანდიური მოდელის შედარება და ანალიზი, პოლიციის ოფიცრებისათვის შესაბამისი სასწავლო მოდულების განსაზღვრა იყო.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კურსის – სილაბუსის პრეზენტაცია, არსებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურები და ოფიცერთა უფლება-მოვალეობების აღწერილობა განიხილეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები