კოჯრის სამხედრო ბაზაზე დაჭრილი 4 ჯარისკაციდან, ორი საავადმყოფოდან გაწერეს

კოჯრის სამხედრო ბაზაზე დაჭრილი ოთხი ჯარისკაციდან, ორი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკიდან უკვე გაწერეს. ასევე დასრულდა ერთ-ერთი ჯარისკაცის ოპერაციაც.

მორიგე ექიმი უჩა ცუხიშვილი ამბობს, რომ ჯარისკაცს, რომელსაც ოპერაცია დასჭირდა, მუცლის არეში შემავალი ჭრილობა ჰქონდა. მისი თქმით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა.

ექიმის თქმით, დაზიანებები ჯარისკაცებს სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან იყვნენ დაჭრილები.

შემთხვევა დაახლოებით, საღამოს 6 საათზე მოხდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ირაკლი ბაზერაშვილის ინფორმაციით კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსასმსახურეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

საქმეს ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები