ვახტანგ გომელაურმა სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი – ივანე გოლაშვილი განსაკუთრებული მამაცობისთვის დააჯილდოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი გარდაცვალების შემდეგ, დააჯილდოვა. სუს-ის უფროსმა „მედალი მამაცობისთვის” დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლეს დღეს გადასცა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა, პრეზიდენტს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარუდგინა.
ცნობისთვის, მთავრობის მეთაური გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები