რომან გოცირიძე: გიორგი მარგველაშვილი „ქართულ ოცნებას“ აღიზიანებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთან, გოცირიძის შეფასებით, მოქმედი პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ აღიზიანებს, ანერვიულებს და სურს, მმართველი გუნდი გაურკვევლობაში ამყოფოს.
„ყველა იმის გარკვევას ელოდა, მარგველაშვილი კენჭს იყრის თუ არა. მან ეს საკითხი კვლავ ღიად დატოვა და უფრო ჩანდა, რომ კენჭს არ იყრის. სურს, მსგავსი ტრიბუნა გამოიყენოს და შანსი ხელიდან არ გაუშვას, რომ „ქართულ ოცნებაზე“ იმ დამცირებისთვის შური იძიოს, რასაც ხუთი წლის განმავლობაში ხედავდა. უფრო ჩანს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს”, – განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები