NDI: წინა გამოკითხვასთან შედარებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია

NDI-ის კვლევის თანახმად, ბოლო გამოკითხვასთან შედარებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია. კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 75%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს. აღსანიშნავია, რომ წინა კვლევის მიხედვით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი 60%-ზე ოდნავ მეტი იყო.
საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მიუღებლად გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, 8%-ს კი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე პოზიცია არ გააჩნია.
ცნობისთვის, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები