შსს-მ ადიგენში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადიგენში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გრძელდება ინციდენტში ჩართული პირების გამოკითხვაც.
„საქმეზე გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “დ” ქვეპუნქტით. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირებაში ჩართული ორივე მხარის გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება“, – განაცხადეს შს სამინისტროში.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ადიგენის ორგანიზაციის თავმჯდომარის, სიმონ პარუნაშვილის განცხადებით, მათივე პარტიის მაჟორიტარ დეპუტატს, ზურაბ შაინიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც პარუნაშვილი ამბობს, ზურაბ შაინიძეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ და მომხდარი შემთხვევითობას არ უკავშირდება. ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე კი საპირისპიროს ამტკიცებს. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადება, თითქოს დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა, პროვოკაციაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები