რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკას აფრთხილებს
თურქეთის პრეზიდენტის საპასუხო მუქარა შეერთებულ შტატებს – რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თუ ოფიციალური ვაშინგტონი ანკარის მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლის, ამერიკა ძლიერ და ერთგულ მოკავშირეს დაკარგავს.
ამგვარად თურქეთის ლიდერი ამერიკელი სასულიერო პირის დაკავების გამო შეერთებული შტატების მწვავე კრიტიკას გამოეხმაურა და ტრამპის ადმინისტრაცია ფსიქოლოგიური ომის წარმოებაშიც დაადანაშაულა. ერდოღანის თქმით, თურქეთი, სანქციების მუქარის გამო, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებულ პასტორს არ გაათავისუფლებს.
თეთრ სახლში კი განაცხადეს, რომ თუკი პასტორს არ გაათავისუფლებენ, თურქეთს სანქციები ემუქრება.