იაპონია სტიქიას ებრძვის – კუნძულ ჰონსიუს თავს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა

იაპონია სტიქიას ებრძვის. ქვეყნის მთავარ კუნძულ ჰონსიუს თავს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა. რეგიონში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს, ქარის სიჩქარე კი საათში 180 კილომეტრს აღწევს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შტორმის შედეგად, 16 ადამიანი დაშავდა, 150 ათასამდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის ზონიდან წინასწარ 40 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს.
გადაუღებელი წვიმის გამო, ხელისუფლებამ მოსახლეობა ახალი მეწყრის ჩამოწოლის საფრთხის შესახებაც გააფრთხილა.
ცნობისთვის, ამავე რაიონში მეწყერს ივლისის დასაწყისში 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები