საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულებს 31 ივლისს გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები საქმეზე მსჯავრდებულ პირებს სამშაბათს, 31 ივლისს გამოკითხავენ. მსჯავრდებულები გ.ჯ. და გ.ბ. პენიტენციურ დაწესებულებაში გამოიკითხებიან.

გ.ჯ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი, ხოლო მეორე არასრულწლოვანი – გ.ბ სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

ამასთან, მომდევნო კვირის ბოლოს, კომისია შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძისა და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოკითხვას გეგმავს.

კომისია უკვე ასრულებს არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვასაც. შეაძალოა, კომისიის დასკვნა 6 სექტემბრისთვის გამოქვეყნდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები