ირაკლი აბესაძე: ახალი ვერსიის გადამოწმება გამოძიებამ უნდა დაიწყოს და რაც მთავარია, ძალიან მოკლე ვადაში დაასრულოს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ სამი არასრულწლოვნის გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღეს გამოკითხულმა არასრულწლოვნებმა კიდევ უფრო მეტ დეტალზე ისაუბრეს.

“დღეს გამოკითხულმა არასრულწლოვნებმა კიდევ უფრო ნათლად და მეტ დეტალზე ისაუბრეს იმ გარემოებებზე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე დღის წინ, რომ ახალი ვერსია გვაქვს. ამ ახალი ვერსიის გადამოწმება გამოძიებამ უნდა დაიწყოს და რაც მთავარია, ძალიან მოკლე ვადაში დაასრულოს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ თავის დროზე ყოფილიყვნენ ეს არასრულწლოვნები გამოკითხული, მათ შორის, ერთ-ერთი, რომელიც ივნისის ბოლომდე გამოკითხული არ იყო. ამ საგამოძიებო მოქმედებებში დაშვებული შეცდომების გამო, სამწუხაროდ, 8 თვის შემდეგ გვიწევს ახალ გარემოებებსა და ვერსიებზე საუბარი”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები