საბერძნეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს

საბერძნეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ხანძარი, რომელიც ათენის ერთ-ერთ რაიონში გაჩნდა და ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხელოვნურად გაჩნდა. ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოს ტოსკამ განაცხადა. როგორც მან ათენის პოლიციისა და სახანძროს სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ ყველაფრის დამამტკიცებელი საბუთები არსებობს.
„სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ჩვენ დავიწყეთ გამოძიება. გვაქვს გარკვეული ჩვენებებიც, უფრო კონკრეტულად სხვა დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა ტოსკმა.
მისივე თქმით, ხანძრის გავრცელებას ხელი მაღალმა ტემპერატურამაც შეუწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები