ბრიტანეთი ჯიჰადისტების ამერიკისთვის გადაცემას არ აპირებს: ერთ-ერთის დედამ სასამართლოს მიმართა
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დროებით შეაჩერა თანამშრომლობა აშშ-სთან ორი ჯიჰადისტის საქმესთან დაკავშირებით, რომლებსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ.
სასამართლომ გადაწყვიტა ხელახლა განეხილა საქმე, რომლითაც ამერიკულ გამოძიებას ეხმარებოდნენ. ბრიტანეთის მთავრობა ჯიჰადისტების დაჯგუფების ორი წევრის – ალექსანდრე კოტეისა და ელ შაფ ელშეიხის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
ორივე მებრძოლი ეჭვმიტანილია რამდენიმე ბრიტანელ და ამერიკელ ჟურნალისტთა და საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომელთა მკვლელობაში. ერთ-ერთი ჯიჰადისტის დედამ სასამართლოს მიმართა, იმის შესახებ, რომ აუცილებელი გარანტიების გარეშე არ მოხდეს მათი აშშ-სთვის გადაცემა. მისმა ადვოკატებმა კი განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენლებისაგან მიღებული გარანტიების თანახმად, აშშ-ის დახმარება აღარ იქნება უზრუნველყოფილი.
მათი თქმით, მიღებული ოფიციალური წერილი გადაწყვეტილების ხანგრძლივობას არ განსაზღვრავს.