ხაიშსა და ჭუბერში არსებული სახერხები დალუქულია – „სამუშაოს ვითხოვთ, არავინ ითხოვს ხე-ტყეს”

ხაიშსა და ჭუბერში არსებული ყველა სახერხი, გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის შემდეგ, დაილუქა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო ხე-ტყის ბიზნესია. მათივე თქმით, ისინი გაუსაძლის მდგომარეობაში არიან.
„სამუშაოს ვითხოვთ, არავინ ითხოვს ხე-ტყეს. ალტერნატივა უნდა მოინახოს, ეს არის ერთადერთი შემოსავლის წყარო. თუ ამბობენ ტურიზმს, მესტიაში მიდის ტურისტი და აქ არავინ ჩერდება. გაუსაძლის მდგომაროებაში ვართ“-ამბობს ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ სვანეთში საპროტესტო აქცია, ჭუბერსა და ხაიშში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას მოჰყვა, თუმცა გვიან ღამით, ხაიშში ხელისუფლებასა და ადგილობრივებს შორის შეთანხმება შედგა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს.
არსებული ინფორმაციით კი, დღეს ადგილობრივ მოსახლეობას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები