პომპეო ლავროვს ხვდება – ჰელსინკში ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები პრობლემურ საკითხებზე მსჯელობენ
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის პარალელურად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ. ეს მაიკ პომპეოს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაინიშვნის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების პირველი შეხვედრაა.
შეხვედრამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეები „ყველა იმ საკითხს განიხილავენ, რომლის წამოწევაც სურთ“.
ლავროვის თქმით, დღის წესრიგში პრობლემური და რთული საკითხებია, რაც ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს, ასევე საუბარი შეეხება აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს, მათ შორის სირიის, საუდის არაბეთის სამხრეთ ნაწილში არსებულ სიტუაციას, უკრაინის კრიზისს, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის და სხვა მნიშვნელოვან თემებს.
ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლავროვი და პომპეო რუსულ-ამერიკული სამიტის წინ შეხვდებოდნენ, თუმცა, მოგვიანებით ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო ზარით შეატყობონა, რომ დატვირთული გრაფიკის გამო, მათი შეხვედრა ვერ შედგებოდა.