ჰელსინკი საპროტესტო ტალღამ მოიცვა – დემონსტრანტები ტრამპის და პუტინის პოლიტიკას აკრიტიკებენ
ჰელსინკში პუტინის და ტრამპის შეხვედრის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციების სერია გაიმართა. დემონსტრაციები ფინეთის დედაქალაქში 10 სხვადასხვა ადგილზე გუშინ დაიწყო. მხოლოდ სენატის მოედანზე საკუთარი პოზიციის გამოსახატად 2,5 ათასი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მედიის თავისუფლებას უხეშად არღვევენ. მათ პრეზიდენტებს დემოკრატიის პატივისცემისკენ მოუწოდეს.
ჰელსინკში საპროტესტო გამოსვლები დღესაც გრძელდება, თუმცა გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს ის შედარებით მცირე მასშტაბის არის.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფინეთში, პრეზიდენტის სასახლეში შეხვდენენ.