თამარ ჩიბურდანიძე: ვისაც დაგეგმილი აქვს იმ ეკლესიის წაქცევა, რომელიც უწმინდესმა დაგვიტოვა, ვეტყვი, რომ ვერ შეძლებენ, მათი მცდელობა ამაოა იმიტომ, რომ ქართული ეკლესია არასდროს ყოფილა  ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის

„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებით, ეპოქა დასრულდა. სოზარ სუბარმა არაჩვეულებრივად თქვა, „ეპოქა გრძელდება და ეპოქა გრძელდება სხვა განზომილებაში“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, პატრიარქმა დატოვა უზომოდ განათლებული და ძალიან ძლიერი ქართული ეკლესია.

„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებით, ეპოქა დასრულდა. სოზარ სუბარმა არაჩვეულებრივად თქვა, „ეპოქა გრძელდება და ეპოქა გრძელდება სხვა განზომილებაში“.

პატრიარქმა შეძლო ეკლესიაში და ერში აღმშენებლობის ხანის დამკვიდრება. ეკლესიის აღმავლობის პერიოდი 80-იანი წლებიდან დაიწყო. საბჭოთა რეჟიმის პერიოდში უწმინდესმა შეძლო და საფუძველი ჩაუყარა ეკლესიის აღდგენას, გაძლიერებას და სასულიერო წრის განათლებას, რაც ყველაზე მთავარია. მაღალი აკადემიური დონის შეტანა სასულიერო პირებში იყო უდიდესი ეროვნული საქმე. არ დაიზოგა თავი ჩვენმა ღვაწლმოსილმა პატრიარქმა და დაგვიტოვა უზომოდ განათლებული, ძალიან ძლიერი ქართული ეკლესია.

ვისაც დაგეგმილი აქვს იმ ეკლესიის წაქცევა, რომელიც უწმინდესმა დაგვიტოვა, ვეტყვი, რომ ვერ შეძლებენ, მათი მცდელობა ამაოა იმიტომ, რომ ქართული ეკლესია ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა. ეს არის ცოდნით ძლიერი ეკლესია, რწმენით ძლიერი სასულიერო პირები, რომელთა ირგვლივაც გაერთიანებულია მრევლი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში პატივს მიაგებდა უწმინდეს. ეს იყო ერის სიამაყის დღეები. გაყურსული იყო ევროპა, არ ყოფილა არცერთი სამძიმრის წერილი ან კომენტარი. იმ შემთხვევაში თუ ცოტა ადამიანი მიაგებდა პატივს უწმინდესს, ვერც წარმოიდგენთ რამდენი განცხადება და კომენტარი გაკეთდებოდა მათი მხრიდან. არ მოერიდებოდათ არაფრის და გადაუვლიდნენ ქართველ ერს“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები