გიორგი აბაშიშვილი: მიშა სულ იყო ახალი, ინოვაციური იდეების შემქმნელი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ბატიაშვილს დადებითად ახასიათებს. როგრც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ბატიაშვილს კარგი ცოდნა, კრეატიული ხედვა და დიდი ენერგია აქვს.

“რამდენიმე წელია მიშა ბატიაშვილს ვიცნობ, ჩემი მეგობარია, სამი წელი ერთად ვიმუშავეთ განათლების სფეროში, ვფიქრობ, ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ. მიშა სულ იყო ახალი, ინოვაციური იდეების შემქმნელი, რომელსაც ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ყოველთვის წარმატებით ვასრულებდით. ზუსტად ვიცი, შეძლებს ძალიან ბევრი იდეის წარმატებით განხორციელებას. აქვს კარგი ცოდნა, კრეატიული ხედვა და დიდი ენერგია. მინდა მიშას წარმატება ვუსურვო”,-წერს გიორგი აბაშიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები