ზაალ ანჯაფარიძე: სამი დღეა, რადიკალური ნაცოპოზიციის მოლაპარაკე თავები სააკაშვილიდან დაწყებული ჩერგოლეიშვილით დამთავრებული, ცდილობენ მათი 19 ივლისის აქცია ბუზიდან სპილოდ აქციონ – რეალურად, სწორედ ამ აქციამ აჩვენა მათი მხარდამჭერის ვარდნის დონე

,,საქართველოში სერიული წარუმატებლობების (რომლებიც ბევრად ფარავს საგარეო ფრონტზე ნაჩალიჩარს) შემდეგ, უკვე სამი დღეა, რადიკალური ნაცოპოზიციის მოლაპარაკე თავები სააკაშვილიდან დაწყებული ჩერგოლეიშვილით დამთავრებული, ცდილობენ მათი 19 ივლისის აქცია ბუზიდან სპილოდ აქციონ”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რეალურად, აღნიშნულმა აქციამ აჩვენა ოპოზიციის მხარდამჭერთა ვარდნის დონე, შესაბამისად იმ პარტიების დამუნათება, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ არ გამოუვიდათ.

„საქართველოში სერიული წარუმატებლობების (რომლებიც ბევრად ფარავს საგარეო ფრონტზე ნაჩალიჩარს) შემდეგ, უკვე სამი დღეა, რადიკალური ნაცოპოზიციის მოლაპარაკე თავები სააკაშვილიდან დაწყებული ჩერგოლეიშვილით დამთავრებული, ცდილობენ მათი 19 ივლისის აქცია ბუზიდან სპილოდ აქციონ.
არადა, რეალურად, სწორედ ამ აქციამ აჩვენა მათი მხარდამჭერის ვარდნის დონე. აქციის პიკზე შეგროვდა მაქსიმუმ 2000-2500 მონაწილე – ძირითადად პარტაქტივი.
ასე, რომ არ გამოუვიდათ ამ აქციით იმ პარტიების დაშინება-დამუნათება, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობენ, რადგანაც პოლიტიკურად გადარჩენა უნდათ,“- წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები