კახა კახიშვილი მსჯავრდებულებს და მათი ოჯახის წევრებს მადლობას უხდის

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის უკვე ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი მადლობას უხდის საზოგადოებას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.
ამასთან, კახიშვილი მადლობას უხდის ნდობისთვის, მსჯავრდებულებს, მათი ოჯახის წევრებს და დასძენს, რომ მათი ნდობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა რეფორმის გატარება.

„ძალიან დიდი მადლობა, საზოგადოებას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ჩემი მინისტრობის სამი წლის მანძილზე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო თქვენი ნდობა და მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობდი ყოველთვის.
მადლობას ვუხდი, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თავდაუზოგავი შრომისთვის და ძალისხმევისთვის, ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად შევძელით უაღრესად მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება.
მადლობა მინდა გადავუხადო, მსჯავრდებულებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთა ნდობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა რეფორმის გატარება.
დიდ მადლობას ვუხდი მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სისტემაში მიმდინარე პროცესებით და სიახლეებით დაინტერესებისთვის, თანამშრომლობისთვის, რჩევებისთვის, შენიშვნებისთვის, კრიტიკისთვის, რომელიც კიდევ უფრო გვეხმარებოდა რეფორმის რთულ პროცესში. დაბოლოს, დიდი მადლობა ჩემს გუნდს, მის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის“, – წერს კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრძანებით, კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები