დავით ჯანდიერი: კანონის მიხედვით, საპროკურორო საბჭოს სხდომები დახურულია

იურისტი დავით ჯანდიერი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კანდიდატების გასაუბრების გაუმჭვირვალობას თავისი საუფძველი აქვს და ეს ადრე უნდა გაპროტესტებულიყო.
,,რა თქმა უნდა, კანდიდატებთან გასაუბრება მედიისთვის ღია უნდა იყოს, მაგრამ ამ გაუმჭვირვალობას აქვს თავისი საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც სჯობდა ადრე გაპროტესტებულიყო.
“პროკურატურის შესახებ” კანონის მიხედვით (მუხლი 8 პრიმა. 17), საპროკურორო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 24 ოქტომბრის №105 ბრძანების მიხედვით კი (მუხლი 8, საბჭოს სხდომები დახურულია. ეს სისტემა მორგებული საკუთარი უკანონობების დასაფარად”, – წერს დავით ჯანდიერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები