აკაკი ზოიძე WHO-ს ანგარიშზე: კარგია, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მონაცემები გაასწორეს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის მონაცემების თანახმადაც მთელი პლანეტის მასშტაბით ჰაერის დაბინძურებისგან ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში იღუპებოდა, ოფიციალურად გასწორებულია.
ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად საქართველომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველი ადგილიდან 70-ეზე გადაინაცვლა.
“ეს არაერთხელ გვითქვამს რომ არ იყო 2 წლის წინ გამოქვეყნებული მონაცემები სწორი. კარგია, რომ ოფიციალურადაც გაასწორეს”, – წერს აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში WHO-ს ანგარიშზე.
შეგახსნებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მთელი პლანეტის მასშტაბით ჰაერის დაბინძურებისგან ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში კვდებოდა.
ორგანიზაციის წინა შეფასებით, 100,000 კაცზე გაანგარიშების შემთხვევაში, ქართული ჰაერი ყოველწლიურად 292 ადამიანს კლავდა, რაც გლობალურ საშუალოს რამდენჯერმე აღემატებოდა. 2018 წლის განახლებული ანგარიშით ორგანიზაციამ მეთოდოლოგიური შეცდომა გამოასწორა და საქართველომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველი ადგილიდან 70-ეზე გადაინაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები