სოლოლაკში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ეზოში გველი შენიშნეს (ფოტო, ვიდეო)

თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, სოლოლაკში, იტალიურ ეზოში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ეზოში გველი შენიშნეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადგილობრივი, ვიკა ქავჟარაძე წერს.
„ფანჯარაში ვიყურებოდი და კატა რაღაცას ეთამაშებოდა. ვიფიქრე, კატა თოკს ეთამაშებოდა. კიბეზე ჩავირბინე, კატა სადღაცას შევიდა. ბავშვიც გამომყვა. მივუახლოვდი და ენა გამოყო. ვხედავ ჩემს წინ 2 მეტრიანი გველხოკერა დასრიალებდა. ბავშვი სახლში გავუშვი და ხმამაღლა ვყვიროდი, – გველი, გველი“, მეზობელმა ამასობაში 112-ში დარეკა. დავინახე გველი, ეზოში ნაპრალში ჩაძვრა. ზუსტად 10 წუთში მოვიდნენ და უზარმაზარი გველი დაიჭირეს. როგორც გავიგეთ, ზაფხულის ცხელი დღეების გამო, ქვეწარმავლები მთაწმინდის ტყიდან კლდეებზე ჩამოდიან და სოლოლაკის დასახლება ქვეწარმავლებისთვის ბუნებრივი არეალია“ – ამბობს ასათიანის ქუჩის მცხოვრები ვიკა ქავჟარაძე, რომელმაც ვიდეო და ფოტო მასალა სოციალურ ქსელში განათავსა.
შემთხვევა დღეს, ასათიანის ქუჩაზე, დაახლოებით 16.00 საათზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები