სერგი კაპანაძე იოსებ სიგუაზე: თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქ “ნინიას ბაღია”, ძალიან ძალიან ცდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, იოსებ სიგუას მიუხედავად, იმისა რომ ავად გახდა, კომისიის კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწევს.
„დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მოვიდა. ავად გავხდიო. არც ტელეფონის ზარებს და არც სმს-ებს არ პასუხობდა.
ეს არის კანონის დარღვევა და აუცილებლად მოუწევს როგორც ამაზე პასუხის გაცემა, ისე ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, რაზეც შეიძლება პასუხებს მალავდეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქ “ნინიას ბაღია”, ძალიან ძალიან ცდება“, – წერს სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები