ელენე ხოშტარია: ფხაკაძემ რაც გვითხრა, არ დასტურდება გამოძიებით…

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრი ელენე ხოშტარია ხორავას საქმის იმ ეპიზოდს ეხმაურება, რომელიც მ.კ.-ს ეხება.
„ერთ-ერთი საკვანძო მომენტი ფარდულის ეპიზოდში, რომელიც განსაზღვრავს კალანდიას როლს, არის სად იდგა ჩხუბის დაწყების დროს კალანდია. ჩვენებებით ჩანს და შსს-ს წარმომადგენლებმა დღეს დეტალურად დაადასტურეს, რომ კალანდია დგას ფარდულის შესასვლელთან და ჩხუბის დაწყებისთანავე შედის ფარდულში. პროკურატურამ კი სასამართლოში და მერე კომისიაზეც გვითხრა, რომ კალანდია დგას 8-9 მეტრში ფარდულიდან, ანუ არკასთან. შსს-ს დღეს მოუწია იმის თქმა, რომ გამოძიების მიხედვით ეს მცდარი ვერსიაა და შესაბამისად, ფხაკაძემ რაც გვითხრა, არ დასტურდება გამოძიებით… To be continued…
P.S. პოლიციის მაღალჩინოსანი ბატონი სიგუა დღეს ავად გახდა, ტელეფონს არ პასუხობდა, გვემალებოდა ჯერ საბუთიც არ წარმოუდგენია. აუცილებლად დაიკითხება ეგეც, სიცხე როცა დაუწევს”,- წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები