დიმიტრი ქუმსიშვილი: სულ მალე ორნიშნა ზრდა გვენახოს

„დღეს, საქსტატმა, 2018 წლის მაისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის რეკორდული მაჩვენებელი 7,5 პროცენტი შეადგინა – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქუმსიშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ეკონომიკური ზრდის ტემპი 2018 წლის პირველი ხუთი თვის მიხედვით.
„დღეს საქსტატმა 2018 წლის მაისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის რეკორდული მაჩვენებელი 7,5 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ეკონომიკური ზრდის ტემპი 2018 წლის პირველი ხუთი თვის მიხედვით.
მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ტრანსპორტის, დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგში.
ამ მონაცემის გამოქვეყნება დროში დაემთხვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცებას.
მეგობრებო მინდა მოგახსენოთ, რომ ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის, როგორც აწ უკვე ყოფილი, ისე დღევანდელი თანამდებობის პირთა დაუღალავი შრომა. მადლობა ყველას ვინ თავისი წვლილი შეიტანა ჩვენს მიერ დაწყებული რეფორმების შეუქცევადობაში. სავალუტო ფონდის მხრიდან კი ეს არის მხარდაჭერა და აღიარება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის.
პროგრამა, რომელიც „სავალუტო ფონდმა“ მოიწონა და მიიჩნია საქართველოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის დამაჩქარებლად, უნდა გაგრძელდეს და განვითარდეს.
რეფორმები, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს ან სამომავლოდ უნდა დაიწყოს, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას ევროპული დონის სახელმწიფოდ გადააქცევს.
კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ მაისის თვის რეალური ეკონომიკური ზრდა 7,5%-ია. ჩემს CV-შიც შეიცვალა რიცხვები: დავიწყეთ 2,6%-დან მივაღწიეთ 7,5%
სულ მალე ორნიშნა ზრდა გვენახოს!“, – წერს ქუმსიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები