არჩილ თალაკვაძე: განვიხილეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით, დადებითად ფასდება.

მისივე თქმით, ინტერესი საქართველოს პარლამენტის, საპარლამენტო საქმიანობის და ზედამხედველობის მიმართ მაღალია და ამ მიმართულებით აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა გაიზრდება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება თბილისში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში თანაზომიერად ჩაითვალა და პოზიტიურად იყო შეფასებული”,- განაცხადა თალაკვაძემ.

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და აშშ-ის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით მთავრობების სტრატეგია და გეგმები განიხილეს. დადებითად შეფასდა საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები