პიტერ სიიარტო: ევროკავშირის ომის მომხრე პოლიტიკოსები ყველა დღეს იყენებენ ტრამპ-პუტინის შეხვედრის საბოტაჟისთვის

სამწუხაროდ, ევროკავშირის ომის მომხრე პოლიტიკოსები პარასკევამდე ყველა დღეს იყენებენ მშვიდობისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრისა და ტრამპ-პუტინის შეხვედრის საბოტაჟისთვის, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უნგრეთს სურს, რომ სამიტი წარმატებული იყოს და მზად არის, გასწიოს ყველა საჭირო მხარდაჭერა.

„დღეს რუსეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრ დენის მანტუროვთან სამიტის წინა პოლიტიკურ გარემოებებზე ვესაუბრე. საუბრისას კიდევ ერთხელ დავადასტურე უნგრეთის პოზიცია: ომის ბედი არა ბრძოლის ველზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდება. ამ კვირაში ყველას ყურადღება ალასკისკენაა მიმართული, რადგან აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯი იყოს.

ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით ცეცხლის შეწყვეტის, სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და დიპლომატიური არხების ღიად დატოვებისკენ, მაშინაც კი, როცა ამის გამო ევროპელი და ამერიკელი ყოფილი პოლიტიკური ლიდერების თავდასხმის ობიექტები ვხდებოდით.

სამწუხაროდ, ევროკავშირის ომის მომხრე პოლიტიკოსები პარასკევამდე ყველა დღეს იყენებენ მშვიდობისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრისა და ტრამპ-პუტინის შეხვედრის საბოტაჟისთვის.

უნგრეთს სურს, რომ სამიტი წარმატებული იყოს, მზად არის, გასწიოს ყველა საჭირო მხარდაჭერა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს მისი დაბლოკვისა თუ საბოტაჟის მცდელობები“, – წერს სიიარტო პლატფორმა X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები