დავით შერაზადიშვილი: მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ უპირობო მხარდაჭერას გამოუცხადებს ჩვენს გუნდს და შევძლებთ რეგიონების კიდევ მეტ განვითარებას

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი სადელეგატო ოლქში მერობის კანდიდატებს წარმატებებს უსურვებს.

დელეგატი აღნიშნავს, რომ მის მშობლიურ მუნიციპალიტეტში პროფესიონალი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი დასახელდა კანდიდატად და ამბობს, რომ ის ახალი ენერგიითა და ხედვებით განაგრძობს ბოლნისის განვითარებას – „განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში, მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატად წარადგინა პროფესიით იურისტი, ზამურ ჭითანავა, რომელიც დარწმუნებული ვარ ახალი ენერგიითა და ხედვებით შეძლებს ბოლნისის კიდევ უფრო განვითარებას. ის გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და მაღალი პასუხისმგებლობით“.

„ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა მერობის კანდიდატები საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში.

„მსურს წარმატებები ვუსურვო, ჩემს სადელეგატო ოლქში წარდგენილ კანდიდატებს:

თეთრიწყარო – მიხეილ აფციაური, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილეა და მან ძალიან კარგად იცის ადგილზე არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.

დმანისი – კობა მურადაშვილი არის მოქმედი მერი, რომლის სახელსაც დმანისში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი უკავშირდება და დარწმუნებული ვარ ის კიდევ უფრო ახალი შემართებით განაგრძობს მუშაობას.

წალკა – ილია საბაძე, რომელიც არაერთ გზის არჩეული მერია და მჯერა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს წალკის უკეთესი მომავლისთვის.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში, მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატად წარადგინა პროფესიით იურისტი, ზამურ ჭითანავა, რომელიც დარწმუნებული ვარ ახალი ენერგიითა და ხედვებით შეძლებს ბოლნისის კიდევ უფრო განვითარებას. ის გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და მაღალი პასუხისმგებლობით.

მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ უპირობო მხარდაჭერას გამოუცხადებს ჩვენს გუნდს და შევძლებთ რეგიონების კიდევ მეტ განვითარებას“, – წერს სოციალურ ქსელში დავით შერაზადიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები