ერთი დაღუპული და ათობით დაშავებული – პენსილვანიაში, ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა
აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ფოლადის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS-ი ავრცელებს.
„კლერტონში, აშშ-ის ფოლადის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაკარგულად ითვლება და ათობით დაშავდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ტელეარხის ცნობით, სულ მცირე შვიდი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მანამდე, CBS-მა პენსილვანიის შტატის ქალაქ კლერტონში მდებარე აშშ-ის ფოლადის ქარხანაში აფეთქების შესახებ იუწყებოდა. Associated Press-მა ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქების შემდეგ ნანგრევების ქვეშ ხალხი იმყოფებოდა.