უკრაინას რუსების განდევნა არ შეუძლია, ამიტომ ტერიტორიების გაცვლა მოხდება,- ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრეჰემმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინა ვერ შეძლებს რუსების მთელი თავისი ტერიტორიიდან განდევნას, თუმცა რუსეთს ასევე არ შეუძლია ახალი მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცება. ამიტომ, სამშვიდობო შეთანხმება ითვალისწინებს ორმხრივი ტერიტორიული დათმობების გარკვეულ ფორმატს“, – თქვა სენატორმა.
ამგვარად, სენატორმა არსებითად დაადასტურა დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადება, რომ სამშვიდობო შეთანხმება ითვალისწინებს გარკვეულ ფორმატს რუსეთისა და უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გაცვლისთვის.
„მინდა თქვენთან გულწრფელი ვიყო, უკრაინა ვერ შეძლებს ყველა რუსის [თავისი ტერიტორიიდან] გაძევებას და რუსეთი კიევამდე ვერ მიაღწევს. ამიტომ, საბოლოოდ, მიწის გაცვლა მოხდება“, – აღნიშნა გრეჰემმა.